ვიდრე ბენდი “წრე” დღევანდელ სახეს მიიღებდა, სახელიც რამოდენიმეჯერ შეიცვალა და შემადგენლობაც. მიმდინარეობა ექსპერიმენტული post-punk , post-rock. ბენდის წევრები რატი შენგელია- ვოკალი/ გიტარა, მიშა ჯოხაძე – ვოკალი, ლევან ჯანელიძე- დრამი, გოგა შენგელია /ბას-გიტარა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბენდის წევრებს მუსიკალური განათლება არა აქვთ, თუმცა ეს ხელს არ უშლით საავტორო კომპოზიციებით გაგვანებივრონ. მათ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია “კარს მიღმა” , “ტკივილი” , “ფერი”, “ბოდვა” და ის ნამუშევრები, რომლებიც მხოლოდ ლაივ- კონცერტებზე გაჟღერდა. რაც შეეხება სიმღერის ტექსტებს ბენდის თითოეული წევრი აქტიურად არის ჩართული და მუსიკის უპირატესობაც ხომ არის ის , გადმოსცეს მათი თვალით დანახული ღირებულებები თუ ტკივილი, რაც მათივე მსმენელისთვის შესაძლოა ნაკლებად იყოს ცნობილი. მუსიკოსისთვის ყველაზე ძვირფასია მსმენელის მხარდაჭერა, რასაც ბიჭები ყოველ ლაივზე გრძნობენ. ბენდის უახლოეს გეგმებში შედის ალბომის ჩაწერა. მათ საყურადღებოდ ვინც ბენდის ლაივს ელოდება, მინდა გაუწყოთ რომ 4 სექტემბერს თბილისში გაიმართება. ამჯერად გიტოვებთ მათ ახალ ნამუშევარს , რომელსაც “აღმართზე ” ეწოდება.
ავტორი: ნანა თევდორაძე