ბენდი Mechanical Rainbow შეიქმნა 2018 წლის სექტემბერში.
მინდინარეობა – ინდი პროგრესივ როკი.
ბენდის წევრები არიან: ვოკალი – დავით დონაძე, ლიდ გიტარა – დავით შავდათუაშვილი, ბასი – ცოტნე ბაღდავაძე, კლავიში – ნინი ბენდიაშვილი, დასარტყამი ინსტრუმენტი – გივი ინანიშვილი.
Mechanical Rainbow ამჟამად მუშაობს ალბომზე და იმ კომპოზიციებზეც, რომელიც ალბომში არ შევა. სამუშაო მასალა ბევრია და მათ სპეციფიკური მიდგომა სჭირდება, რამეთუ ზუსტად ისე გადმოსცეს ბედნმა სათქმელი, როგორც ჩაიფიქრა. ალბომი დღის სინათლეს 2021 წელს იხილავს.
22 თებერვალს კი Mechanical Rainbow მოსმენა ქუთაისშია შესაძლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბენდი როკის დედაქალაქში პირველად დაუკრავს.