პუტინის აზრით, ბელგიის მსოფლიო რუკაზე გამოჩენა რუსეთის დამსახურებაა, თუმცა რამდენად არის ეს სიმართლე?
“სხვათა შორის, ბელგია – ალბათ, გეცოდინებათ – მსოფლიოს რუკაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მნიშვნელოვანწილად რუსეთისა და რუსეთის პოზიციების წყალობით გაჩნდა.” – თქვა პუტინმა 6 მარტს.
რეალურად, ყველაფერი პირიქით იყო. 1830 წელს, როცა ბელგიამ ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ რევოლუცია წამოიწყო, რუსეთი ჰოლანდიელებს უჭერდა მხარს და ბელგიელი ამბოხებულების ჩასახშობად ჯარის გაგზავნასაც გეგმავდა, რადგან ევროპაში მონარქიების წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყებების ეშინოდათ.
ცარ ნიკოლოზ I-ს ჯარისკაცების უკან გამობრუნება მოუწია, რადგან ბევრი მათგანი იყო პოლონეთიდან, სადაც ნოემბრის აჯანყება მიმდინარეობდა. ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, პოლონელი ოფიცრები ბელგიაში ჩავიდნენ და მათ ძალებს შეემატნენ. მართალია, 1830 წლის ლონდონის კონფერენციაზე, სადაც წამყვანი პოზიცია ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეკავა, რუსეთი დათანხმდა ბელგიის სახელმწიფოებრიობის გამოცხადებას, თუმცა უფრო ლოგიკური იქნება, თუ ქვეყნის რუკაზე გამოჩენის წვლილი პოლონელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას მიეწერება.










