ბელარუსი ოლიმპიური სპორტსმენის კრისტინა ტიმანოვსკაიას განცხადებით, ბელარუსის ფედერაციის წარმომადგენლები მას სამშობლოში დაბრუნებას აიძულებდნენ. მას დახმარება იაპონელმა პოლიციელებმა აღმოუჩინეს.
სპორტსმენმა ბელარუსის ოლიმპიური ფედერაცია გააკრიტიკა. მისი თქმით, ფედერაციის წარმომადგენლები მას ისეთ ტურნირში მონაწილეობას აიძულებდნენ.
მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ იგი ტოკიოს აეროპორტში იძულებით გადაიყვანეს და ბელარუსში დაბრუნება მოსთხოვეს.
თან მუქარის შემცველი მინიშნებებით მასზე ზეწოლისმოხდენას ცდილობდნენ. აეროპორტში ტიმანოვსკაიამ პოლიციის განყოფილებას მიმართა და თხოვა მისთვის გაფრენის უფლება არ მიეცათ.
ბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ტიმანოვსკაია პოლიტიკურ თავშესაფარს სავარაუდოდ პოლონეთში მიიღებს. ის ახლა პოლინეთის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფება. ბელარუსი მისმა ქმარმაც უკვე დატოვა.
„მე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ვთხოვ დახმარებას. მე დიდი წნეხის ქვეშ ვარ. ისინი ჩემს წაყვანას ჩემი ნებართვის გარეშე ცდილობენ. ვთხოვ კომიტეტს, რომ ამ საქმეში ჩაერიოს“, – ამბობს კრისტინა ტიმანოვსკაია.
აქტივისტების თქმით, ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში ტიმანოვსკაიას სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
ბელარუსის ფედერაციაში განაცხადეს, რომ მათ სპორტსმენი ოლიმპიადიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასეს.
აღსანიშნავია რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. სპორტსმენმა მწვრთნელთან და ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელთან საუბარი გაასაჯაროვა, სადაც მოვლენების განვითარების ერთ- ერთ შედეგად თვითმკვლელობაც კი ახსენეს.










