LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე-სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2024/07/06-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

„მინდა ყველას მოგილოცოთ ამ პროგრამის დასრულება. ეს საქმე თქვენთვის უკვე ყოველდღიური საქმე გახდება და დარწმუნებული ვარ ეს გამოცდილება მთელი თქვენი ცხოვრების გზაზე გამოგყვებათ. მე დიდი ხანია მხარს ვუჭერ ,,მართლმსაჯულების სახლს“, არაერთხელ ვყოფილვარ ზუგდიდსა და თბილისში, დღეს კი აქ ვარ, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ქართველისა და საქართველოსთვის სამართლიანობა ყოველთვის იყო ის უმთავრესი, რაც გვამოძრავებდა, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას, ჩვენი, როგორც ერისა და როგორც სახელმწიფოს არსებობას. ეს არის ქართველის პიროვნული მახასიათებელი; თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სამართალი და მართლმსაჯულება, რათა მოქალაქეებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სისტემა მიაწოდოს ხალხს. ეს ასე არ არის ყველა ქვეყანაში, ყველა ხალხს თავისი მახასიათებლები აქვს, მაგრამ აქ ასეა, ქართველები არ გამოდიან ქუჩაში რაღაც სოციალური მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, ჯგუფურად ვინმე გამოვიდეს, ეს გასაგები და საჭიროა, მაგრამ მასობრივად, ქართველი სწორედ სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდის. ანუ სამართლიანობაა, როცა შენ შენს ქვეყანას დიდი ქვეყნისგან იცავ; სამართლიანობაა, როცა შენ გინდა ყველა ადამიანს ჰქონდეს ქვეყანაში განვითარების საშუალება; სწორედ, ამას ემსახურებით თქვენ, ამას ემსახურება ,,მართლმსაჯულების სახლი“. ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი, როცა თავის რეკომენდაციებში გვთხოვს, რომ გავმართოთ ეს სისტემა, მოვხსნათ ამ სისტემიდან ის, ვინც ხელს უშლის მის გამართულად მუშაობას. ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს და ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა. ამას ემსახურება ასევე, ის ,,ქართული ქარტია“, რომელიც ახლა შევქმენით, რომელსაც (და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ), ყველა იმ პარტიამ მოაწერა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროევროპული პარტიებიდან, ვინც არ უნდა აირჩიოს და შეარჩიოს ქართველმა საზოგადოებამ ისინი ვალდებული არიან შეასრულონ ამ ქარტიის მთავარი ნაწილი, მთავარი ნაწილი კი, სწორედ, ძალიან დაჩქარებულ ვადებში მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორებაა. ის აუცილებლად გამოსწორდება, ამის გარეშე ჩვენ შიშველნი ვართ, თუ შენ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გიცავს, მაშინ შენ არაფერი გაგაჩნია, არც პირადი ცხოვრება, არც პირადი ცხოვრების დაცვა, არც ეკონომიკა, არც შენი ინვესტიციების დაცვა, არც არანაირი წამოწყების დაცვა. შენ შიშველი და დაუცველი ხარ და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან სერიოზული და ძალიან გადამწყვეტი მომენტია. თქვენ, ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი გექნებათ იმაში, რომ ეს ,,ქართული ქარტია“ გაიტანოთ და აუხსნათ თქვენს ირგვლივ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით და ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ძალიან იურიდიული საკითხია. არა, ეს ყოველდღიურობის საკითხია. სწორედ ქარტიაში წერია, წინასწარ ამნისტია გამოცხადებულია და ხელმოწერილია ყველა ამ პარტიის მიერ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტში, ყველას შეეხება ეს ამნისტია, რადგან ეს მათ მიმართ ჩადენილი უსამართლობაა. ეს ადამიანები გამოხატავდნენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავისუფალ შეხედულებას, თავიანთ თავისუფალ პროტესტს.

ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად, ერთგვარად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და რომელსაც უცხო ენაზე “ვეტინგი” ჰქვია და ჩვენთან გადასინჯვა, თუ შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა. ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე… გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა. ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ჩვენ უკან არ წავალთ, ჩვენ წინ მივდივართ, თქვენ ხართ წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და მოგილოცავთ ყველას წინასწარ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"