LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბედნიერების პლანეტამ ადგილი შეიცვალა – ვისზე იქონიებს ეს მოვლენა გავლენას

ბედნიერების პლანეტამ ადგილი შეიცვალა – ვისზე იქონიებს ეს მოვლენა გავლენას

დაპოსტა 2021/01/16-ში
A A
204
ნახვა
გაზიარება

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი 19 დე­კემ­ბერს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და და იქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 29 დე­კემ­ბრამ­დე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას მოგ­ვი­ტანს პლა­ნე­ტის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს. თა­ვი­დან­ვე უნდა გი­თხრათ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით 7 ნი­შან­ზე იმოქ­მე­დებს.
თა­ვი­დან ორი სი­ტყვა ვთქვათ თა­ვად პლა­ნე­ტა იუ­პი­ტერ­ზე. ის მშვილ­დოს­ნის მმარ­თვე­ლია, მას ეძა­ხი­ან “ჰო­როს­კო­პის დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას” და “მე­ფე­ე­ბის ვარ­სკვლავს”. მას მო­აქვს ჩვენ­თვის სიმ­დიდ­რე, პო­პუ­ლა­რო­ბა, წარ­მა­ტე­ბა. გვეხ­მა­რე­ბა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში, სუ­ლი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში. იუ­პი­ტე­რის თვი­სე­ბე­ბია: გუ­ლუხ­ვო­ბა, ოპ­ტი­მიზ­მი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის, ენის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. მე­გობ­რუ­ლო­ბა, ფი­ლო­სო­ფი­უ­რო­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტი, სი­თა­მა­მე, ქველ­მოქ­მე­დე­ბა და ა.შ. იუ­პი­ტე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე, დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე, იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მზე. იუ­პი­ტე­რი გვიხ­სნის სა­ზღვრებს, გვაძ­ლევს შანსს, რომ გა­ვი­ფარ­თო­ოთ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, განვვი­თარ­დეთ. იუ­პი­ტე­რი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მო­ვი­პო­ვოთ პო­პუ­ლა­რო­ბა, გავ­მდიდ­რეთ, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნის ადა­მი­ა­ნებს, სპონ­სო­რებს, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. მთა­ვა­რია, გვქონ­დეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ვი­ყოთ საქ­მის მცოდ­ნე­ე­ბი და ენერ­გი­უ­ლად ვი­მოქ­მე­დოთ.
იუ­პი­ტე­რი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში პირ­ვე­ლად გა­და­ვი­და 2020 წლის 19 დე­კემ­ბერს და თით­ქმის მთელ ნი­შანს გა­ივ­ლის 2021 წლის 14 მა­ი­სამ­დე. შემ­დეგ მე­ო­რედ დაბ­რუნ­და მერ­წყულ­ში უკვე 28 ივ­ლისს და აქ დარ­ჩე­ბა 2021 წლის 29 დე­კემ­ბრამ­დე. იუ­პი­ტე­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა 20 ივ­ნი­სი­დან და დას­რულ­დე­ბა 18 ოქ­ტომ­ბერს. პე­რი­ო­დუ­ლად იუ­პი­ტე­რი გა­და­ვა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში და სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვი­სი მე­ო­რე მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­ში, გა­და­ვა 2021 წლის 29 დე­კემ­ბერს.

იუ­პი­ტე­რის მერ­წყულ­ში გა­დას­ვლა გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს შემ­დე­გი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ზე: მერ­წყუ­ლი, თხის რქა, კურო, ლომი, მო­რი­ე­ლი, ტყუ­პი და სას­წო­რი. ჰა­ე­რის ნიშ­ნებს (მერ­წყულს, სას­წორ­სა და ტყუპს) გეძ­ლე­ვათ შან­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რე­ა­ლიზ­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში; ლომ­მა უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან, ზემ­დგო­მებ­თან და ეცა­დოთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ რე­პუ­ტა­ცია და პა­ტი­ვის­ცე­მა. კუ­რო­სა და მო­რი­ელს და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ ჩრდი­ლი­დან გა­მოხ­ვი­დეთ და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით დაბ­რკო­ლე­ბებს, თქვენ საკ­მა­რი­სი ძალა და ენერ­გია გაქვთ, რომ სა­სურ­ველს მი­აღ­წი­ოთ.
ახლა კი ვნა­ხოთ, რას მო­უ­ტანს იუ­პი­ტე­რის მერ­წყულ­ში გა­დას­ვლა თორ­მე­ტი­ვე ნი­შანს. პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით. გარ­და ამი­სა, თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლებს და რა სფე­რო­ებს მარ­თავს იუ­პი­ტე­რი პი­რა­დად თქვენს რუ­კა­ში.

  • ვერ­ძი

იუ­პი­ტე­რი მიზ­ნე­ბი­სა და იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ მე­გობ­რებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაქვთ, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, კო­ლე­გებ­თან. თა­მა­მად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბი, ისი­ნი წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. და­ი­წყეთ ბლო­გის წერა, სა­ი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა. თქვენ ლი­დე­რი ხართ და ახ­ლის და­წყე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, აქ­ტი­უ­რად იმოქ­მე­დეთ. თქვე­ნი­ვე თა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლია, რომ ჩა­ერ­თეთ სა­ზო­გა­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც.

  • კურო

პრო­ფე­სი­ა­სა და კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი გეძ­ლე­ვათ. და­ი­სა­ხეთ ამ­ბი­ცი­უ­რი, გრან­დი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აი­მაღ­ლებთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, გახ­დე­ბით ექ­სტრაკ­ლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კუ­რო­ე­ბი, რო­გორც წესი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი ხართ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წინსვლის შან­სი არ უნდა გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან (ვე­რა­ვინ დაგ­პირ­დე­ბათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უშ­რომ­ვე­ლად და ერ­თბა­შად მო­გე­ცე­მათ). გა­ა­ფარ­თო­ეთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი; მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

  • ტყუ­პი

შან­სი გეძ­ლე­ვათ, რომ მი­ი­ღოთ უმაღ­ლე­სი (მე­ო­რე, მე­სა­მე) გა­ნათ­ლე­ბა; მო­ი­პო­ვოთ პო­პუ­ლა­რო­ბა თქვენს სფე­რო­ში; იმოგ­ზა­უ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ ან სუ­ლაც ემიგ­რა­ცი­ა­ში წახ­ვი­დეთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი, მწერ­ლო­ბა, გი­დო­ბა. თუ მზად ხართ თქვე­ნი ცოდ­ნის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად (კურ­სი, მას­ტერ-კლა­სე­ბი), რე­ა­ლი­ზე­ბის შე­ან­სიც გექ­ნე­ბათ. თქვენ სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. ზოგს შე­იძ­ლე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი შე­გე­ძი­ნოთ.

  • კირჩხი­ბი

სხვა­თა (საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის) ფუ­ლის გან­კარ­გვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. ხოლო, თუ თა­ვად გაქვთ ბიზ­ნე­სი, – მისი გა­ფარ­თო­ე­ბის, მის­გან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აგ­რეთ­ვე, ადრე და­ბან­დე­ბუ­ლი ფუ­ლი­დან მი­ი­ღებთ დი­ვი­დენ­დებს. წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევთ თავს სა­ბან­კო საქ­მე­ებს, კრე­დი­ტებ­სა და ვა­ლებს, გა­ის­ტუმ­რებთ ან აი­ღებთ, რათა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ა­ფარ­თო­ოთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სხვა­თა შო­რის, იუ­პი­ტე­რი და­გი­ცავთ ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ზი­სის­გან და რაც უნდა ხდე­ბო­დეს, სი­ტუ­ა­ცია თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა.

  • ლომი

წარ­მა­ტე­ბა გე­ლით პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საქ­მი­ა­ნიც და სა­სიყ­ვა­რუ­ლოც. გა­იც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო, სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და უმე­ტე­სო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბის შან­სი მი­ე­ცე­მა. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ფული და­ა­ბან­დოთ სა­ერ­თო საქ­მე­ში, სა­ყიდ­ლებ­ში. იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა­ზე, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. მო­ნა­ხეთ პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. კარ­გი წელი ელით მა­თაც, ვინც მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს ან შე­იძ­ლე­ბა ახლა და­ი­წყოთ პი­რა­დი კონ­სულ­ტი­რე­ბა და გა­გი­მარ­თლოთ; შე­ი­ძენთ გავ­ლე­ნი­ან, შეძ­ლე­ბულ კლი­ენ­ტებს.

  • ქალ­წუ­ლი

იუ­პი­ტე­რი სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ სამ­სა­ხურ­ში – წინსვლა, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა, აღი­ა­რე­ბა. რო­გორც წესი, ქალ­წუ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტე­ბი ხართ და გსურთ, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მი­აღ­წი­ოთ თქვენს სფე­რო­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შან­სი. თუ უფ­რო­სი ხართ და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გყავთ, შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ფარ­თო­ოთ კად­რი. გირ­ჩევთ, მე­ტად გა­ი­ხა­ლი­სოთ და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დღის რე­ჟიმს, ძილ­სა და კვე­ბას. გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი მა­სა­ჟით, სა­ნა­ტო­რი­უმ­ში დას­ვე­ნე­ბით. თუ სა­კუ­თარ თავს მე­ტად გა­უფრ­თხილ­დე­ბით, ზო­გი­ერთ, ახალ­შე­ძე­ნილ და­ა­ვა­დე­ბას მა­ლე­ვე და­აღ­წევთ თავს.

  • სას­წო­რი

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, სახ­სრე­ბი, რათა მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. გა­მოხ­ვალთ სცე­ნა­ზე, მო­ი­პო­ვებთ ახალ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. შან­სი მო­გე­ცე­მათ პო­პუ­ლა­რუ­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დეთ ან გა­ხა­დოთ თქვე­ნი ბრენ­დი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან ან შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ შვი­ლი. იუ­პი­ტე­რი მო­გი­მა­ტებთ რო­მა­ნებ­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ჩა­ერ­თეთ სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ხში­რად და­ეს­წა­რით წვე­უ­ლე­ბებს; მუ­დამ იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მო­გე­ცე­მათ ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. რო­გორც კი გული გიგ­რძნობთ, რომ გა­ი­მარ­ჯვებთ, შე­ი­ძი­ნეთ ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თი.

  • მო­რი­ე­ლი

იუ­პი­ტე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ მო­ი­წეს­რი­გოთ ოჯა­ხუ­რი თე­მე­ბი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პი­რო­ბებს. შე­ი­ძენთ (ელი­ტურ უბან­ში, ძვი­რად ღი­რე­ბულს) უძ­რავ ქო­ნე­ბას ან გა­ი­ფარ­თო­ებთ. გა­ი­ზარ­დე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხის შე­მად­გენ­ლო­ბა. გირ­ჩევთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დას­თან.

  • მშვილ­დო­სა­ნი

მო­ი­მა­ტებს კონ­ტაქ­ტე­ბი, მი­მო­წე­რა, ზა­რე­ბი, სწავ­ლის სურ­ვი­ლი (ან თა­ვად გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ ას­წავ­ლოთ). შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ფარ­თოვ­დეთ კლი­ენ­ტთა სია; გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახლო მან­ძილ­ზე მი­მოს­ვლის სურ­ვი­ლი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­მე­გობ­როთ.

  • თხის რქა

შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იუ­პი­ტე­რი ახა­ლი წყა­რო­დან მო­გი­ტანთ ფულს. წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც რამ­დენ­ჯერ­მე გექ­ნე­ბათ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია თქვენ­თვის უცხო სფე­რო­ე­ბი­დან (ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ჯე­ტე­ბი). ზო­გი­ერ­თი ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს შე­ი­ძენთ. გირ­ჩევთ, ფუ­ლად აქ­ცი­ოთ თქვე­ნი ცოდ­ნა და მე­ტად და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ექ­სპერ­ტი გახ­დეთ თქვენს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში.

  • მერ­წყუ­ლი

იუ­პი­ტე­რი თქვენს ნი­შანს მთე­ლი წლით ეს­ტუმ­რე­ბა და რო­გორც გუ­ლუხვ სტუ­მარს შე­ე­ფე­რე­ბა, მდიდ­რუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, შან­სე­ბით აგავ­სებთ. ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­და­გეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნიც გსტუმ­რობთ. ამი­ტომ შან­სი რო­გორც კი მო­გე­ცე­მათ, მი­სით კონ­კრე­ტუ­ლად უნდა ისარ­გებ­ლოთ, კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი და­დოთ. სა­ტურ­ნი ფუქ­სა­ვა­ტო­ბის, უსაქ­მოდ ყოფ­ნის ან ნე­ბივ­რად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ცემთ. მეტი დრო და­უთ­მეთ პი­რად გან­ვი­თა­რე­ბას, და­ა­ბან­დეთ ფული თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში. სრუ­ლი­ად ახალ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში მო­გი­წევთ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გა­მოც­და და ეცა­დეთ, იყოთ კონ­კრე­ტუ­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი. მერ­წყუ­ლი ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც სხვებ­ზე ადრე გრძნობს სი­ახ­ლე­ებს და ამ­ჯე­რა­დაც ტრენ­დუ­ლი, პირ­ვე­ლაღ­მომ­ჩე­ნი უნდა იყოთ. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის, ბრენ­დის წინ წა­მო­წე­ვა­ზე.

  • თევ­ზე­ბი

იუ­პი­ტე­რი თქვე­ნი მე­ო­რე მმარ­თვე­ლია და გა­მო­ი­ყე­ნეთ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა. გირ­ჩევთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოთ სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას; სურ­ვი­ლე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ქველ­მოქ­მე­დე­ბა, წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ზო­გი­ერთს სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, მე­ტად გათ­ვით­ცნო­ბი­ერ­დეს ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში, ეზო­ტე­რი­კა­ში. 2022 წელს იუ­პი­ტე­რი ერთი წლით გად­მო­ვა თქვენს ნი­შან­ში და ეცა­დეთ, უკვე აქე­დან­ვე მო­ამ­ზა­დოთ სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მომ­დევ­ნო წელს მეტი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვოთ.

გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"