“ჩემთან , რუსთაველზე, ერთი მარადიულად მაკე და უჯიშოდ არასიმპატიური ძაღლი ცხოვრობს)რა დროსაც არ უნდა ნახო, სულ გაბერილია და ცურები დაპიტკინებული აქვს) ზაფხულზე შევატყვე, უბნის “ბირჟავიკი” შავი ბურძგლა მამრი ეარშიყებოდა, სულ ერთად ცეკვავდნენ ე.წ. ფოქრსტროტს)
რატომღაც გადაწვიტა ამ ჩვენმა გმირმა ჩემს ეზოში, მიტოვებულ სარდაფში დაეყარა ნაშიერი.ჯერ ჩუმად იყო ოჯახი.მარტო მამას ვხედავდი შემოვიდოდა ეზოში და სადღაც მიძვრებოდა.თურმე, ცოლ-შვილთან) გათბა და გამოფინეს ლეკვები მოსიყვარულე ძაღლებმა) მამის გენეტიკას მაგრად უყოჩაღნია, ბაღნები სულ შავები და ბუმბულებია (დედა გახუმებული წითურია)
თქვენ უნდა ნახოთ , ყოველ ცისმარე დღეს ,როგორ აკითხავს, სანოვაგით პირში, ოჯახს ეს შავი მამრი და შორიდან უყურებს როგორ იკვებებიან ბავშვები.
მართალია, ახლა წამოიზარდნენ და წუხელ მთელი ღამით მათმა წკმუტუნმა ძილი გამიტეხა, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, დღეს როგორ დამწკრივდებიან მზის გულზე ეს ოთხფეხა ბურთები და რა სითბოთი დაუწყებენ მზერას კმაყოფილსახიანი მშობლები, სულ მიქრება უძილობის სევდა.
ისე, მაგრად გაუმართლა ამ “რიჟა” გოგოს.
ბედი გინდა, ბედი! არა აქვს მნიშვნელობა,ძაღლი ხარ თუ ადამიანი!))))
აბა, რამდენი ქალი იცით “უკიდეგანოდ” შეყვარებული სატრფოს და ქმრისაგან მიტოვებული ფეხმძიმე ან ახალშობილით ხელში, როგორ ელოდება სასურველ ზარს ან კარებზე კაკუნს?!
ამ ჩემს ჟღალ ფინტიკოზა ძუკნას კიდე ყველაფერი სინზე აქვს მორთმეული)))
არა რა, ბედი გინდა ქალს!!!არა აქვს მნიშვნელობა, ლამაზი ხარ თუ უშნო )))))))))))))
და კიდევ, ძაღლია ზოგიერთი ადამიანი და ასევე ზოგი პირუტყვი -უფრო ადამიანი! ))))” – წერს ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე.
ფოტო: თეა ჩეჩელაშვილი