ბაღდათში ხანძარს დედა და 4 შვილი ემსხვერპლა
ბაღდათში წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ხანძარს დედა და მისი 4 შვილი ემსხვერპლა.ხანძარი ლოკალიზებულია, პირველი ჯგუფი გამოძახებიდან ერთ წუთში იყო ადგილზე, სახლი უკვე მთლიანად ხანძარში იყო.”