ბაღდათი საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი პირველად უპასპინძლებს – ამის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან. მათი ცნობით ღონისძიება 5 ოქტომბერს მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება.
“ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.
ფესტივალი ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.” – აცხადებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში.