LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

დაპოსტა 2026/02/13-ში
15
ნახვა
გაზიარება

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი კრიტიკას.

მისი თქმით, პაპუაშვილი გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლების სტიპენდიით სწავლობა, შემდეგ კი 17 წელი გაატარა გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტოსთან, რომლის პროექტები ასევე გერმანიის მიერაა დაფინანსებული.

„მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ფიშერმა.

რაც შეეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების, განსაკუთებით კი შალვა პაპუაშვილის მხრიდან ბრალდებებს უშუალოდ ელჩის მიმართ, ფიშერი ამბობს, რომ „გარე ძალებთან“ დაკავშირებით საქართველოში არსებული ნარატივის გამო მას „განტევების ვაცად“ იყენებენ.

„ამ ქვეყანაში არსებობს გამოგონილი ნარატივი, ამბავი იმის შესახებ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“- ის არ არსებობს! „დიფ-სთეითი” – არ არსებობს, რომელსაც სურს საქართველოს დაზიანება. ეს ყველაფერი მართალი არ არის. სიმართლე ამის საპირისპიროა – ევროპა იყო და იქნება საქართველოს მეგობარი! ვიმედოვნებ, რომ ქართველები იაზრებენ ამას და არ სჯერათ გამოგონილი ნარატივის. ჩვენ ვისაუბრეთ მანიპულაციურ ტექნიკებზე. ეს ასევე არის ტექნიკა, ეს ისეთივე ძველია, როგორც ისტორია – შექმნა უცხო „განტევების ვაცი“, გარე მტერი და ყველაფერი შეიძლება დაჰბრალდეს ამ გარე მტერს. მე ვარ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი, ჩვენ ევროკავშირის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფო ვართ. ჩვენ ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა ვართ. ჩვენ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა ვართ. და ვფიქრობ, ჩანაწერები აჩვენებს, რომ შესაძლოა, აშშ-სთან ერთად, ჩვენ ვიყავით საქართველოს საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ისტორიის განმავლობაში, იქამდეც კი სანამ აშშ აქ 1918 წელს ჩაერთვებოდა. ამგვარად, მე ვხდები ძალადობის მსხვერპლი ამ გამოგონილი ნარატივის გამო „გარე მტრებზე“, და მიყენებენ, როგორც სასურველ „განტევების ვაცს“ და „დასასჯელ ბიჭს“, რათა ამ ნარატივში ჩამსვან. ერთ-ერთმა თქვენმა ცნობილმა პოლიტიკოსმა კი თქვა, რომ მე მხოლოდ პატარა ჭანჭიკი ვარ “დიფ-სთეითში”. სწორედ ამიტომ ვარ „გამოსადეგი“ ამ გამოგონილი ნარატივისთვის. მხოლოდ ესაა მიზეზი. საქმე ჩემში კი არა, ნარატივშია. თუმცა მე ვიტყოდი – არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ მსოფლიოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიიდან „ქართული ოცნება“ საუბრობს „დიფ-სთეითზე”, გაუმჭვირვალე ძალებსა და არაფორმალურ მმართველობაზე? ნარატივი თითქოს იმ მიმართულებით მიდის, რომ „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა“ – კიდევ ერთი ძველი ხრიკი – „ვინც ჩვენთან არ არის, ის სახელმწიფოს წინააღმდეგაა“. რა ლოგიკაა ამაში? „ქართული ოცნება“ რომ სახელმწიფოა – ეს უკვე საკმაოდ „ღრმად“ განაცხადია ჩემთვის“,- განაცხადა ფიშერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
10
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
20
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
17
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა” – პაპუაშვილი

თებერვალი 13, 2026
17
მთავარი

გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორ თუ კითხვას სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს და როგორ იშმუშნება ქართველი ხალხი, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ავარიის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

თებერვალი 13, 2026
29
მთავარი

აშშ-ში ავარიის შედეგად 31 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცი აშშ-ის ინდიანას შტატში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებისა...

დაწვრილებითDetails

“უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება” – კობახიძე

თებერვალი 13, 2026
9
მთავარი

საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა...

დაწვრილებითDetails

“საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან მიგრანტები პრაქტიკულად არ გვყავს” – კობახიძე

თებერვალი 13, 2026
7
მთავარი

მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს, ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება, არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ, პირიქით, მხოლოდ მისასალმებელია, თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია, საქართველომ თავისი ეროვნული და...

დაწვრილებითDetails

“2-3 წლის წინ ჩამოსული გადამთიელი ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს” – შალვა პაპუაშვილი

თებერვალი 13, 2026
5
მთავარი

2-3 წლის წინ ჩამოსული გადამთიელი რომ ფიქრობს, რომ ჩვენ, ქართველებს ჭკუაში მოგვატყუებს, გადახედონ ჩვენს ისტორიას, წაიკითხონ, გაერკვნენ საერთოდ რასთან და ვისთან აქვთ საქმე, ბოლო-ბოლო მართლა შტერები ხომ არ ვართ?! - ცვლილებები,...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

თებერვალი 13, 2026
370
მთავარი

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 49 წლის ნატალია უძილაური ქალაქ ახმეტის მკვიდრია და ბოლო წლებში ემიგრაციაში იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს თირკმელებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რასაც სეფსისი მოჰყვა. უკიდურესად...

დაწვრილებითDetails

“სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ”- დაკავებულია მამა

თებერვალი 13, 2026
35
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს. "საქმეზე ჩატარებული...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».