”ბაკურიანში ჟეტონების ნაცვლად რუსულ რუბლს ყიდულობ” – ამის შესახებ სოციალირ ქსელში ჟურნალისტი ანა მარშანია წერს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ, ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით.
ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.
არ მჯერა
update: კატასროფულად ბევრმა მომწერა პირადში. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად…” – წერს ჟურნალოსტი ანა მარშანია სოციალურ ქსელში.










