,,ბაიდენ-პუტინის შეხვედრის პირველი შთაბეჭდილებები
მე მგონი, პირველად ბოლო 13 წლის განავლობაში – ობამას 8 წელი, ტრამპის 4 წელი, ბაიდენის თითქმის ერთი წელი და უკიდურესად წარუმატებელი ივნისის შეხვედრა ჟენევაში – პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტთან პირპისპირი შეხვედრის შედეგად ვერ მიიღო ვერც რეალური და ვერც პიარული შედეგი.
როგორც ჩანს, ბაიდენმა მას სიმტკიცე და კარგი მომზადება დაუპირისპირა, და გააცნო შესაძლო აგრესიის ფასი. რუსეთის ბანკების სვიფტის სისტემიდან ჩახსნა ამ ქვეყნის საფინანსო სისტემისთვის ჩვეულებრივი კატასტროფა იქნება. ეს ზომა, სხვა ზომებთან ერთად, ბაიდენს პორტფელში უდევს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ საპასუხო ზომები ეკონომიკით არ შემოიფარგლება. ვიდეოშეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, სალივანმა ორ პირდაპირ შეკითხვას, განიხილება თუ არა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა აღმოსვლეთ ევროპაში, რუსეთის მიერ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, უჩვეულოდ ღიად უპასუხა, რომ ასეთი შესაძლებლობა განიხილება! სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკრაინას დამატებით შეიარაღებას გადასცემს. სალივანმა ასევე პირდაპირ უპასუხა შეკითხვას, რა პასუხი ჰქონდა ბაიდენს პუტინის მოთხოვნაზე, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გამხდარიყო.
არავითარი დათმობა, არავითარი პირობა, ყოველ ქვეყენას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი მოკავშირეები, იყო პასუხი. იმედისმომცემია ისიც, რომ ვიდეოშეხვედრის შემდეგ, ბაიდენი კონგრესის ორივე პალატის ლიდერს ესაუბრა, რაც ადმინისტრაციის სერიოზულ განწყობაზე და შიდა კოორდინაციაზე მიუთითებს.
ვიდეოეშეხვედრის შემდეგ, ბაიდენი აგრეთვე ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს ესაუბრა – აქ სრული კოორდინაციაა. საგულისხმოა ამ კონტექსტში იტალიის გააქტიურება, ვინაიდან ტრადიციულად იტალია რუსეთისადმი “რბილად” განწყობილ სახელმწიფოდ მოიაზრებოდა.
ხვალ დაგეგმილია ბაიდენის საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან, რაც ასევე კარგი ნიშანია. პუტინთან ბაიდენის საუბრამდე, ზელენსკის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ესაუბრა. ერთი, სიტყვით, პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. დანარჩენს უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.”-წერს სოციალურ ქსელში კახა ლომაია.










