ბათუმში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტი უძღოდა. დაკავებულია შუა ხნის მამაკაცი. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.