ხმაური იყო ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოწყობილ ფანჩატურში მოხდა. დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო და მას წინ შელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის დროს მოხდა გასროლა.
აჭარა თაიმსის ინფორმაციით ერთი პირი დაიჭრა , რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს უარყოფს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ძალადობის ფაქტზე დაიწყო. დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება მიმდინარეობს.










