საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღით დაჭრა 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი ოპერატიულად შეაჩერეს და დააკავეს.
დაჭრილი კაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დანაშაული იარაღი – დანა ამოიღო ნივთმტკიცებად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.