დღეს საქართველოს ელოდება კოვიდ სიტუაციის მძიმედ გაუარესება – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბათუმი და ქუთაისი დაწესებული რეგულაციების არდაცვის საუკეთესო მაგალითია.
„რეგიონებში არის უმძიმესი მდგომარება – ბათუმში და ქუთაისში არის მაგალითი იმ დარღვევებისა, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, არ არსებობს მონიტორინგის სამსახურები, არ არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც გააკონტროლებენ მოქალაქეებს და მათ უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენ ვითხოვთ არსებული რეგულაციების კონტროლის და მონიტორინგის გამკაცრებას”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, როგორც „ლელოს” კიდევ ერთმა წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, ქვეყანაში ეპიდაფეთქების თავიდან ასარიდებლად არაფერი კეთდება.
წყარო : “ინტერ პრესს ნიუსი”.