ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ სავარაუდოდ სანქცირებული რუსული მაზუთით დატვირთული ტანკერი ბათუმის პორტში, წყლის და საკვების შესავსებად შემოვიდა და აკრძალული რუსული ტვირთი ჩუმად არ შემოჰქონდა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ტანკერი რუსეთიდან საბერძნეთში მიდიოდა, ეს საზღვაო მარშრუტი კი ბათუმის პორტზე არ გადის – შესაბამისად ჩნდება არის ვარაუდი, რომ სკანდალის შემდეგ ტრანზიტით გემის შემოსვლის ვერსია შეიქმნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თქმით, ბათუმის ნავსადგომში ხომალდი “ატაკამა” არ შესულა და ის მხოლოდ პორტის სიახლოვეს, წყლისა და საკვების მომარაგების მიზნით იმყოფებოდა.
“შემოწმებული იქნა სენკისტისა და ნევეისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ატაკამა, რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საკრუიზო რაიონში და არა ნავის სადგომზე პორტში, როგორც გასული იყო სიუჟეტში.
აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო, სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს საკრუიზო წერტილში მცურავი გამოყენებით.
ამ წუთისთვის, გემი მოხსნილია საკრუიზო წერტილიდან და დატოვებული აქვს საქართველოს საკრუიზო წყლები”, – ამბობს გურამ გურამიშვილი.










