ფიზიკური დაპირისპირება დინამო ბათუმი – იბერია 1999-ის მატჩის შემდეგ…
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, დინამო ბათუმი – იბერია 1999-ის მატჩის შემდეგ ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ VAR-ის ოთახში მომუშავე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა…
აჭარული კლუბის პრეზიდენტი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებების გამო უკმაყოფილო იყო, რის გამოც მატჩის მიმდინარეობისას VAR-ის ოთახში შევიდა და უკმაყოფილება გამოხატა, მატჩის შემდეგ კი გოგა კიკაჩეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯუნეით ჩაქირმა გოგა კიკაჩეიშვილს დაურეკა, მხარდაჭერა გამოუცხადა და შეპირდა, რომ ამ საკითხს სადისციპლინო კომიტეტი მაქსიმალური სიმკაცრით განიხილავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მიმდინარე კვირაშია ჩანიშნული.
წყარო -Geo Team










