LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბავშვი შეიძლება 20-სანტიმეტრის სიმაღლის წყალშიც კი დაიხრჩოს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

ბავშვი შეიძლება 20-სანტიმეტრის სიმაღლის წყალშიც კი დაიხრჩოს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

დაპოსტა 2023/07/19-ში
A A
824
ნახვა
გაზიარება

ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი “შენი შუადღის” ეთერში ბავშვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ შვილებს ბანაობისას, ან საკვების მიღებისას სასუნთ გზებში გადაცდენით დახრჩობის საფრთხე არ შეექმნათ.

– ზაფხულში, სიცხის გამო, ყველა წყლის რეზერვუარებისკენ მივილტვით. იქნება ეს ზღვა, ოკეანე, მდინარე, ტბა თუ ასე შემდეგ. ჩვენ გვგონია, რომ იქ საშიში არაფერია, რადგანაც ბავშვს ზედამხედველი ჰყავს, სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს და ვფიქრობთ, რა უნდა მოხდეს. წყალთან ყოფნისას ბავშვს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდება. ჩვენ გვონია, რომ ბავშვი შეიძლება მხოლოდ მაღალ წყალში, მაგალითად, ზღვაში დაიხრჩოს. ასე არ არის. ბავშვი შეიძლება 20-სანტიმეტრი სიმაღლის წყალშიც კი დაიხრჩოს, თუკი მან თავი არასწორად მოათავსა, ან თუ თავი დაარტყა და გული წაუვიდა და ცნობიერება დაკარგა, სასუნთქი სისტემა ეკეტება და 3 წუთში მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებს. ამ კუთხით, აბაზანაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ სახლში, სადაც 10 წლამდე ბავშვები არიან, აბაზანას არ უნდა ტოვებდეს სავსეს. თუ ასავსები აბაზანა გაქვთ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც პატარა ბავშვი მარტო უნდა შევიდეს. ამ თვალსაზრისითაც, მსოფლიოში უამრავი ინციდენტია. მდინარეშიც ძალიან ბევრი ადამიანი იხრჩობა. წელი არ გავა, რომ ახალგაზრდის სიცოცხლე არ წაიღოს. რატომ გვგონია, რომ დახრჩობის კუთხით მდინარე უვნებელია? იმიტომ, რომ ზედაპირს ვაკვირდებით. ზედაპირზე კი შეიძლება საკმაოდ მდორედ მოედინებოდეს დაბალი წყალი და შესაძლოა, ქვებიც კი ჩანდეს შიგნით. ვამბობთ: “არ რა უნდა მომივიდეს?!” სინამდვილეში, თვალი გვატყუებს. წარმოდგენა არ გვაქვს, სიღრმეში რა იმალება, რა სისწრაფით მოდის მდინარე. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვები ასეთ ადგილას მიდიან, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ, შიგნით მარტო არ უნდა შეუშვათ. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ის მართლა უსაფრთხოა. ასეთი ფაქტები, ძირითადად, უცოდინრობის გამო ხდება. ჩვენ არავინ არ გვასწავლის, რომ ეს აუცილებელი ცოდნაა. თუ ტრაგედიის შესახებ გავიგებთ, მერე “მოვიფხანთ” ხოლმე თავს და ვხვდებით, რომ ამის ცოდნა საჭირო ყოფილა. მშობლებს მინდა ვუთხრა, როდესაც ბავშვი გვერდით გყავთ, ტელეფონი თქვენი პირველი მტერია. უბედურ შემთხვევას ზუსტად 1 წამი სჭირდება. თუკი ბავშვი 4-5, ან მეტი წლისაა, მის განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მას რაღაცები უნდა ვასწავლოთ.

ერთ-ერთი საფრთხილო საკითხი საკვებით, მცირე ნივთებით დახრჩობაა. საჭმელიც კარგად ასარჩევია. მაგალითად, ყურძენს ჩვენ როგორც ვჭამთ, ბავშვსაც ასევე ვაჩვევთ – როგორც წესი, მარცვალს პირში გავიქანებთ ხოლმე, რაც არ შეიძლება. თუ გადავწყვეტთ, რომ ბავშვს ყურძენი ვაჭამოთ, ის ოთხად გაჭრილი უნდა იყოს. იწვალეთ და ოთხად გაჭერით, იმიტომ, რომ ნაკლები შესაძლებლობაა, რომ ყელში გაეჩხიროს. ასევე, პრობლემაა ე.წ. საწუწნი კანფეტები. საწუწნი კანფეტით ბავშვის გარდაცვალების ხშირი შემთხვევებია. ნებისმიერი დიდი ლუკმა, რთული საკვები, მაგალითად, კომში, რომელიც ჩვენთვის, უფროსებისთვისაც უხერხული საჭმელია, ბავშვისთვის შეიძლება გაცილებით მეტ პრობლემას წარმოადგენდეს. ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ, რას და როგორ ვაჭმევთ. ვასწავლოთ კარგად, რომ საკვების მიღების დროს არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკოს, არ გაიცინოს. როგორც წესი, მულტფილმები გვაქვს ხოლმე ჩართული. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მულტფილმში შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ ბავშვი გაოცდეს, აღფრთოვანდეს, გაიცინოს და შესაძლოა, სასუნთქი გზები გადაეკეტოს. ჭამა უნდა იყოს მშვიდი, ლაპარაკისა და ზედმეტი აჟიტირების გარეშე.

გაზიარება330

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"