LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბავშვის ჩვენება უმძიმესია”-რას ყვება დაზარალებულის ადვოკატი (გაჩერებაზე მომხდარი დანაშაულის დეტალები)

დაპოსტა 2022/05/25-ში
137
ნახვა
გაზიარება

ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და დაკავებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ლევან ასლანიშვილს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

“ბავშვის ჩვენება უმძიმესია – ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს, ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული”, – ამის შესახებ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის, თამარ ჭეიშვილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ მას მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა.

„თამარ ჭეიშვილი რჩება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი გამოკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ სასამართლოსთვის იქნა მიმართული, რათა გამოყენებულ იქნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან ამ საქმეში იკვეთება ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა მაშინ, როდესაც სასამართლომ წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა 3000-ლარიანი გირაო, რაც არ იქნა შემაკავებელი ამ ბრალდებულისთვის და ასევე, არ იქნა ელექტრონული სამაჯური, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფდა ბრალდებულის შეკავებას.

თამარი სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე იყო ძალადობის მსხვერპლი. ისინი იყვნენ განქორწინებული. მან მიმართა არა ერთ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის შესახებ, ეს საქმე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თამარი არის შშმ პირი და ბავშვს აქვს გარკვეული პრობლემები, რაც განაპირობებს იმას, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია როგორც თამარი, ასევე ბავშვი. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პროკურატურას, რომ ბავშვი ცნობილი იქნეს დაზარალებულად, ვინაიდან ბავშვის ჩვენება არის უმძიმესი. ის დეტალურად აღწერს, როგორ დაჩეხა მამამ დედა და მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები ძალიან მკაცრად არის გამოხატული და ის არის მძიმედ. ბავშვი არის 11 წლის. როდესაც მოხდა ფაქტი, ბავშვი და დედა იყვნენ ერთად და მიდიოდნენ სკოლაში, რა დროსაც ბავშვმა თავიდან ბოლომდე უყურა ამ მძიმე ფაქტს. ის გადაეფარა დედას, რა დროსაც მას დაემართა შოკი და წაუვიდა გული.

საქმის გარემოებებით ირკვევა შემდეგი, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან მეზობლები. შესაბამისად, ბრალდებულს არ გაუჭირდებოდა არც თვალთვალი და არც გაკონტროლება, ძირითადად ბრალდებულის ქმედება განპირობებული იყო გენდერული როლებით და წყენით, რომელიც მას წარსულში ჰქონდა. ის აღიარებს და აბსოლუტურად ყველაფერს ადასტურებს, რომ მან მიზანმიმართულად, განზრახ, ბავშვის თვალწინ უნდოდა დაზარალებულის მოკვლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

თეგები: გაჩერებალევან ასლანიშვილისასამართლოფემიციდიქმარმა ცოლი დაჭრა
გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
0
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ნათლისღებას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს

იანვარი 19, 2026
3
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ „უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
2
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails

აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
5
მთავარი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის....

დაწვრილებითDetails

დღეს ნათლისღებაა

იანვარი 19, 2026
4
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა ჩატარდება. წირვის დასრულებამდე წყალკურთხევის წესი შესრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
1.6k
მთავარი

გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია წყალტუბოში – დაკავებულია ბავშვის ბაბუა

იანვარი 18, 2026
23.4k
მთავარი

წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ  სისხლის სამართლის საქმე 116-ე და 238-ე მუხლებით აღიძრა. დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ძველით ახალ წელს...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია პატარა ბიჭი

იანვარი 18, 2026
2.5k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მათ­ში. ბრმა ტყვი­ამ მო­ზარ­დი იმ­სხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ძვე­ლით ახალ წელს მოხ­და.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგი ხე­ცუ­რი­ანს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნი­ლი ტყვია არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა....

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისთან – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
4.5k
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ დაღუპულია მამა-შვილი. გურიან ნიუსის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. როგორც გურია ნიუსს უთხრეს, თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა...

დაწვრილებითDetails

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
341
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».