ბავშვები გამოვიყვანეთ ოდესიდან, ხვალ ვეცდები ლვოვიდან პოლონეთში გავიყვანო და თბილისში გამოვაგზავნო.
მე კი ისევ უკან, კიევისკენ წავალ.
აქ თითქმის ყველა ოლქში იყო დესანტი და დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც ჯარის გარდა უბრალო ბიჭები და “ბაბუშკები” ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და ხოცავენ, ამიტომ ამ მაგარი ხალხის გვერდით დგომის პატივი და რამე სასარგებლოს გაკეთება შეიძლება უკრაინის ყველა ქალაქში.
ეს დღეებია აქ რასაც ვხედავ და ვგრძნობ, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ომში იმარჯვებს ის ვინც იცის რომ მართალია და მტერს უშიშრად და თავდაუზოგავად ებრძვის.
ასეთია უკრაინელები და ამიტომ სწორედ აქ, ამ უმაგრესი ევროპელი ერის მიერ, დაიმარხება პუტინის რუსეთის ნეოიმპერიალისტური, ველური ამბიციები.
გაუმარჯოს უკრაინას!??❤️??✊