ბაგრატის ტაძარში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ- ინფორმაციას “info imereti “ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში იკვეთება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს მსახური. როგორც ირკვევა, მიტროპოლიტ იოანეს ტაძრის წინამძღვარ მამა გიორგი ნებიერიძესთან ტაძარში ხატების გადაადგილებასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, რის შემდეგაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მისი გარემოცვის წევრმა ხელი ერთ-ერთი მღვდლის მისამართით ასწია.
მამა იაკობის განცხადებით, ამის შემდეგ მეუფემ ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ნებიერიძე და თავად მამა იაკობი დერჩის მამათა მონასტერში განამწესა.
“მეუფისგან წამოვიდა უსიამოვნო რაღაცები. ჩვენი მხრიდან არ ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი და მეუფის მსახურიდან – კი”, – განაცხადა მამა იაკობმა.
რაც შეეხება მამა მატათას, მეუფის მსახურს, ის აცხადებს, რომ მამაოს სხვა მონასტერში განწესება ჩვეულებრივი ცვლილებაა.
“ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებებს ახორციელებს ხოლმე მღვდელმთავარი და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მღვდელმთავარს უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა მამა მატათამ .










