LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახლოვდება „სისხლისფერი მთვარის“ ნაწილობრივი დაბნელება – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

ახლოვდება „სისხლისფერი მთვარის“ ნაწილობრივი დაბნელება – რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

დაპოსტა 2025/03/13-ში
A A
329
ნახვა
გაზიარება

14 მარტს ,,სისხლისფერი (Blood Moon) მთვარის’’ ნაწილობრივი დაბნელება დაიწყება 09:09 საათზე, ხოლო მაქსიმუმი ამ მოვლენის კი იქნება 10:58 საათზე და პროცესი დასრულდება 11:31 საათზე ქალწულის ზოდიაქოს 23°58’ გრადუსზე, – ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ მთვარის დაბნელება არის ასტრონომიული მოვლენა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე ჩრდილში და დროებით უხილავი ხდება. აღნიშნული დროის ტიპი და სიგრძე დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენადაა ღამის მანათობლის სიახლოვე აღმავალ და დაღმავალ კვანძებთან.

ძველი ბერძნებიდან, ერთხელ არისტოტელემ შეამჩნია, რომ მთვარის დაბნელების დროს მთვარეს მოფენილი ჩრდილი მოხრილი ფიგურით ჩანდა, ასეთი სიუჟეტით გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ დედამიწა მრგვალია.
მესოპოტამიელებმა, როდესაც შეამჩნიეს იგი წითელ ფერში გამოწყობილი – კარდინალური მოვლენის საწყისად ჩათვალეს, ხოლო ძველი სპარსელებისთვის კი ეს იყო კაცობრიობაზე ფიქრის დრო.

როგორც წლის დასაწყისში ვამბობდი, პერიოდებიდან მარტი და აგვისტო იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გადამწყვეტი, ზუსტად ამ ეტაპს ვუახლოვდებით ახლა. საერთოდ, მზე-მთვარის დაბნელების მონაკვეთი გამოირჩევა „საბედისწერო“, გარდამავალი მოვლენებით და რაც ხდება ამ დროს ნამდვილად საყურადღებოა.

დაბნელებები ხდება ხოლმე, დაახლოებით, ყოველ 6 თვეში ერთხელ და ატარებს ორმაგ ეფექტს, რადგანაც პროცესი ემთხვევა ან სავსემთვარეობას ან ახალმთვარეობას.

თუ ჩვენ შევხედავთ მთვარის აღმავალ და დაღმავალ კვანძებს, რომლებიც თევზები-ქალწულის ღერძზე მოძრაობენ და იქნებიან კიდევ, თითქმის, წელიწად-ნახევარი, ამ დროში კაცობრიობა უნდა ჩაეტიოს! ესაა, ფაქტობრივად, პორტალური კარების სახით გახსნილი ფანჯარა, როცა მოგვეთხოვება მეტი ერთობა, მიტევება, პატიება, სიყვარული და თან ქალწულის ამბებში – საქმე! პრაქტიკული მუშაობა, რომ სურთ ადამიანებს რეალურ შედეგებზე ფიქრი! სხვა შემთხვევაში, რეზულტატი სავალალო იქნება!

მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში წინ წამოწევს მომდევნო თვეების მანძილზე საგულისხმო ტრანსფორმაციებს, სისხლიანი მთვარე ქალწულში – ვალდებულნი ვართ შევიდეთ ქალწულის ცნობიერებაში და გვახსოვდეს, რომ ჩვენშიც მიედინება სიბრძნის, ძალისა და მთლიანობის მდინარე.

კარგია თუ დავუკავშირდებით ჩვენს შინაგან არსებას და ვაღიარებთ, რომ გვაქვს შინაგანი ძალა ნავიგაციისთვის ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც აღმოვჩნდებით.

ქალწული – ესაა მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, მიწის სტიქია. შესანიშნავი ანალიტიკოსი, კრიტიკოსი, ლოგიკურად, ჯანსაღად მოაზროვნე, იმართება მერკურის გავლენით. შესაშური დახვეწილობის და დეტალებზე კონცენტრაციის უნარი გააჩნია, დუალურად და გადასარევად უთმობს დროს, როგორც სამსახურეობრივ, ისე შიდა საოჯახო გარემოს. ქალწული მედიცინის ნიშანია.

ეს უკანასკნელი, მართავს ჩვენი გონების და სხეულის კავშირს, ყოველდღიურ სამუშაო პროექტებს, რუტინებს, ორგანიზებულ უნარებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამიტომ ამ დაბნელების დროსაც, აღნიშნულ თემებს მიაქციეთ ყურადღება!

პიკის დროს, მთვარეს მძიმე ოპოზიცია ექნება სატურნზე, ამიტომ სულ მცირე 1 თვის მანძილზე მოერიდეთ ტყუილ დაპირებებს! გამიჯნეთ, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის! ფრთხილად იყავით ვირუსულ ინფექციებთან, ინტოქსიკაციის და სტიქიურად წყალდიდობის, ალაგ-ალაგ მიწისძვრის შანსები მაღალია!
კარგი დროა ჯგუფური, ორგანიზაციული საკითხების მოგვარების და შეთანხმებისთვის, რადგანაც ურანი საქმეში პოზიტიურად ერთვება. ფინანსური გარიგებები ან სამომავლო დაპროექტება ამა თუ იმ ინტერესისა ურიგო არ უნდა იყოს, თუმცა საჭიროა ჭკვიანური მსჯელობა და სიმართლის საუბარი, რომ არ აღმოჩნდეთ იმედგაცრუების ქვეშ.
ამ მთვარის დაბნელების პერიოდში, მეტი შეხება გქონდეთ რეალურ, ხელშესახებ საგნებთან, მეტად დამიწდით და პრაქტიკულები იყავით! საეჭვოა და თან სარისკოა არაოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება!
არაა გამორიცხული რომ ექიმების მიერ დასმული დიაგზნოზი ახლა უბრალოდ არასწორი აღმოჩნდეს! ამიტომ, გადაამოწმეთ სხვა პროფესიონალებთანაც, რომ არ წაყვეთ არასწორი მკურნალობის კურსს!

ძირს დაგდებულიც კი არ უნდა მიირთვათ, (ეს ისედაც, მაგრამ ახლა ხომ საერთოდ) შანსები არის მოწამვლის ან სხვა დაავადებების გავრცელების.

სამსახურში, რასაც რუტინულად ასრულებთ, ეცადეთ, რომ დადებით კოლაბორაციაში შეხვიდეთ თქვენს თანამოაზრეებთან! დრო მისაღებია სკანდალების დამთავრების და სიტუაციის განმუხტვისთვის!

ასევე, არანაირი ხელშეკრულებები ამ ხანებში არ იდება, დიდი ალბათობით, ეს მაინც დაირღვევა, თუ მკაცრად არ იყო ყველა მხარის მხრიდან გააზრებული. დაუშვებელია ჩხუბის და ომის ინიცირება, ეს კიდევ უფრო უმართავს გახდის პროცესებს!

ნუ შეხვალთ მომდევნო დღეებში ერთმანეთთან კონფრონტაციაში! მეტი იმხიარულეთ, განიტვირტეთ, მიმართეთ სულიერ სამყაროს, ლოცვას, ღმერთს, სიმშვიდეს და თქვენს მფარველ ანგელოზს!“ – წერს ასტროლოგი.

გაზიარება132

დაკავშირებული -პოსტები

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

კაპროვანის სანაპიროსთან კაცი დაიხრჩო - ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაშვილი ავრცელებს.   "უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ‼️ სრულიად უპატრონო ქვეყანაში ‼️ რამდენიმე წუთის წინ კაპროვანის სანაპიროზე ადამიანი გარდაიცვალა ‼️ამ ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ...

დაწვრილებითDetails

სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას და მიმალვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ქეთი ბერძენიშვილი 54 წლის გახდებოდა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა.  ქეთი 54 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი 19:00 საათძე, სასტუმრო "არგოში"...

დაწვრილებითDetails

დრონების შოუ და 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი – დღეს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხნას

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

დღეს ქუთაისის ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხსნას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და  შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ
მთავარი

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ - სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. ტრაგედია გუშინ, სამტრედიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში
მთავარი

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი პირი ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. როგორ ადგილობრივი წერს უცნობმა პირებმა მათ იარაღიც დაუმიზნეს ,,ძარცვა ქუთაისშიავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა მთელი ღამის...

დაწვრილებითDetails

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა შეიძლება გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში კი მოთმინება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, ვერიკო ნოზაძე, მეცხრე სართულიდან გადავარდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"