,,კოვიდის ახალი შტამი ვრცელდებაო, რომელიც ძველებზე უფრო რთული და საშიშიაო… ევროპის სახელმწიფოებმა გარკვეული მიმართულებებით კარანტინი და ახალი რეგულაციები დააწესეს.
ქართველმა სპეციალისტებმა უკვე საჯაროდ დაიწყეს რეკომენდაციის გაცემა ორმაგი პირბადის ტარების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ყოველივე ამას თან ერთვის ურთულესი ეპიდვითარებიდან გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, ადამიანების თვალებში ჩამდგარი შიში.
რეალური და ეფექტიანი გამოსავალი ნეტავ რაშია?! ვერც იმის დადგენა ხერხდება რეალურად, როდემდე მოგვიწევს ამ მდგომარეობაში ცხოვრება.
ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგვმადლოს.
მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს. ახლა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სიფრთხილე გვმართებს.”-წერს თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე.










