LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი – რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი – რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა

დაპოსტა 2020/07/07-ში
A A
1.7k
ნახვა
გაზიარება

თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლაძე დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგი შაქარაშვილთან ბოლო შემხებლობა ჰქონდათ, მიმართავს, ბოლო შანსი გამოიყენონ და სიმართლე თქვან.

„გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმედღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა.

ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდი მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებელიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პერსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.

ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე – რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!

ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: “რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოო”, რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა-გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!

უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემს გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი არ მაინტერესებს!“, – წერს ნიკოლაძე.

გაზიარება718

დაკავშირებული -პოსტები

” ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება”-ზარქუა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
“ჩათლახი”_ქართული ოცნების დეპუტატი სენატორ ჯინ შაჰინზე
მთავარი

ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ „ნაცების“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება - საგიჟეთი აქვთ, სახალისოა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობისთვის 17 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი დააკავა, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს,...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ, ციფრული პლატფორმა ekalata ამოქმედდა.
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი – www.ekalata.gov.ge წარადგინა. როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს: „გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი...

დაწვრილებითDetails

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – ომბუცმენი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა-სახალხო დამცველი
მთავარი

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა
მთავარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს, - ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
მთავარი

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს- ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და...

დაწვრილებითDetails

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026" იწყება. https://www.youtube.com/watch?v=9-nJAf1AK2M ფესტივალის განრიგი 

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"