,,მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მასვე დავპირდი, რომ მძიმე სენთან მებრძოლი ახალგაზრდებისთვის ვიბრძოლებდი. თვითონაც ამგვარ სენს შეეწირა. ვიბრძოლებდი ჩემი უმცირესზე უმცირესი შესაძლებლობით – ცხადია. ეს დიდწილად მათი გასაჭირის შესახებ ხმის მიწვდენას გულისხმობდა – ზოგჯერ დავმარცხდით, მაგრამ მეტჯერ გავიმარჯვეთ. ამ გზაზე გავიცანი ეკატერინე ბაკურაძე. ბერი ანდრიას ფონდმა გამაცნო. ეკატერინემ პირველი და დიდი ომი მოიგო. პირველი კი არა, ასე ჩანდა, რომ საბოლოო წარმატება იყო, მაგრამ დილით შემატყობინეს, რომ ახლანდელმა ვირუსმა ისევ დააბრუნა ძველი სენი. მთელი ეს წლები, ამ გოგონას, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების გარდაუვალ სიმბოლოს, ისე ვუყურებდი, ვამჩნევდი ბევრგან და ძალიან მიხაროდა. მეც და მის უამრავ გულშემატკივარსაც. მაშინ, როცა გავიცანი, პირველად წიგნები გვთხოვა და მას შემდეგ, სულ წიგნთან მეგობრობდა. ხვალაც ასე იქნება. აუცილებლად. უბრალოდ, მანამდე ხელახლა უნდა გავაწბილოთ დაუპატიჟებელი სტუმარი და უკვე საბოლოოდ ჩავურაზოთ კარი. და ამას აუცილებლად შევძლებთ.
აქ, ამგვარი ამბებით ხშირად არ გაწუხებთ, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს:
ბერი ანდრიას ფონდის ანგარიშებია:
თიბისი ბანკი
GE73TB7171536080100002
საქართველოს ბანკი GE38BG0000000855311400
ლიბერთი ბანკი
GE88LB0115143636765001″- წერს გიორგი კეკელია.










