,, ბატონ ხოჯევანიშვილს მინდა ვუსურვო, რომ ფრთხილად იყოს და ახლად ამოსული პოლიტიკური რქებუნები არ მოიმსხვრიოს – ეს კეთილი რჩევაა” – ასე გამოემაურა კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას სუს-ის ფაილებზე.
“ასეთია ხანდახან კაცების ქცევა პოლიტიკაში, ამიტომ გვჭირდება ჩვენ მეტი ქალი პოლიტიკაში.
მეც მწყენია რაღაცები, ვიღაცებისთვის მეც მიწყენინებია, მაგრამ ქალები ყოველთვის ბოლომდე ღირსეულად არიან.
თქვენ გინახავთ “ქართული ოცნებიდან გადამხტარი” ქალი? ქალებს პოლიტიკაში წყენის გადალახვის უფრო დიდი რესურსი აქვთ, ამ კაცებს კი წყენის გადალახვის რესურსი არ აღმოაჩნდათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში.
ცნობისთვის, ხოჯევანიშვილის განცხადებით, სუს-ში აღნიშნულ პოზიციაზე არასდროს უმუშავია და “წულუკიანმა თავის საკურატოროებს მიხედოს”.










