ფრანგული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი წლის ღამით საფრანგეთში, 984 ავტომობილი დაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ახალი წლის ღამით საფრანგეთში 984 მანქანა დაიწვა და 420 ადამიანი დააკავეს, რაც მნიშვნელოვანი მატებაა წინა წლის ახალი წლის ღამეს დამწვარ 745 და 380 დაკავებულთან შედარებით.










