იაპონიამ ადამიანების მთვარეზე გადასაყვანად ახალი საგზაო რუკა შეიმუშავა.
,იაპონია მთვარის ზედაპირზე მავალი სატრანსპორტო საშუალებების შესაქმნელად საჯარო და კერძო პარტნიორებს ეძებს.
იაპონია ადამიანების მთვარეზე გადაყვანას აშშ-ის მთვარის კვლევითი მისიის ფარგლებში გეგმავს.
გარდა ამისა, იაპონია კოსმოსში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზის ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიის შესამუშავებლად კვლევებს განახორციელებს.
ასევე, პროექტით 2024 წელს გათვალისწინებულია მარსის ერთ-ერთ თანამგზავრზე ზონდის გაშვებაც.










