ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი „ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას“ რეგიონებში გავიდა.
8 თებერვალს ახალი თეატრი ქუთაისსაც ეწვევა.
23 იანვარს, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან საპროტესტო მანიფესტის დროს რეგიონებში გასვლა დაანონსა.
“ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება აუცილებლად. აქვე ვაანონსებ – ახალი თეატრი გადის რეგიონებში, ყველგან, მივალთ და ყველას დაველაპარაკებით, ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს”, – თქვა დოიაშვილმა.
თეატრი უკვე ეწვია ბათუმს და ზუგდიდს.
ქუთაისში ახალი თეატრის საპროტესტო წარმოდგენა, ცენტრალურ მოედანზე, 19 საათზე გაიმართება.
ფოტო: „ფორმულა“