„ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების მხარდაჭერა“ – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი კონკურსის მიზანია:
,,1. კონკურსის მიზანია დამწყები ახალგაზრდული მუსიკალური ბენდებისა და უკვე არსებული/ახალი მუსიკალური მიმდინარეობების წახალისება და პოპულარიზაცია.
2. კულტურულ და სახელოვნებო სფეროში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.
3. ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების პროფესიული ზრდა, კონკურსებისა და ფესტივალების ხელშეწყობა.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით გაიცემა პრიზები:
1. კონკურსში გამარჯვებული I ადგილზე გასული ბენდი მონაწილეობას მიიღებს, მიმდინარე წელს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალში „როკაია“.
2. გამარჯვებულ ბენდებს ჯილდოს სახით გადაეცემათ მუსიკალური მაღაზიის ვაუჩერი I ადგილი -7 000 ლარი; II ადგილი – 5 000 ლარი, III ადგილი- 3 000 ლარი.
განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივნისის 18 საათამდე.