უბედური შემთხვევა კახეთში – ახალგაზრდა მამაკაცი წნორში გამავალ სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.










