აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კომპანიები, რომლებსაც აჭარის მთავრობასთან აქვთ ხელშეკრულება, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.
თორნიკე რიჟავაძის განცხადებით, ერთი წლის გადასახადისგან ასევე გათავისუფლდებიან მოიჯარეები.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, დამატებით, ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან მოხდება გათავისუფლება შესაბამისი მოიჯარეების“, – განაცხადა თორნიკე რიჟავაძემ.










