აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი დიზაინის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა ელმირ ბაირამოვმა სტუდენტური ნამუშევრების ციფრული მოდის საერთაშორისო კონკურსზე III ადგილი მოიპოვა.
კონკურსისა და მისი ნამუშევრის შესახებ ელმირ ბაირამოვი გვიყვება:
,,კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა და საკმაოდ რთული იყო. პირველ ეტაპზე ხელით უნდა დაგვეხატა, მეორე ეტაპზე ვიზუალი უნდა აგვეწყო პროგრამით. ძირითადად ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ, ამიტომ ფეხსაცმლის მოდელის აწყობა ცალკე გამოწვევა იყო კონკურსთან ერთად. ფეხსაცმელში გამოყენებულია თანამედროვე ფერები, სამხედრო სტილშია გადაწყვეტილი, მასალის ნაწილი ნაგულისხმევია ნაქსოვი, რომელიც გაატარებს ჰაერს, შიგნიდან ასევე ფეხსაცმლის ყელი და ქუსლის ნაწილი რბილია, რათა იყოს უფრო კომფორტული.კონკურსში მონაწილეობით საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, რაც სამომავლოდ გამომადგება“.

სტუდენტური ნამუშევრების ციფრული მოდის საერთაშორისო კონკურსი კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.