“დიპლომატიური ფრონტზე არსებითი პროგრესი მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ რუსეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ”, – განაცხადა დონფრიდმა სატელეფონო ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ევროპელ მოკავშირეებთან სანქციების საკითხში, რაც უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში “რუსეთისთვის სერიოზულ შედეგებს მოიტანს”.
”ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვუპასუხებდით სერიოზული ეკონომიკური ზომებით, რომლებსაც წარსულში არ განვიხილავდით და რაც რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა”, – დასძინა დონფრიდმა.
მისი თქმით, აშშ კიევისთვის თავდაცვითი სამხედრო დახმარების მიწოდება აგრძელებს და ბოლო მიწოდება გასულ კვირას შედგა.
“ჩვენ მუდმივად ვაფასებთ დამატებით სამხედრო დახმარებას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში აღჭურვილობისა და მხარდაჭერის მიწოდებას მომდევნო კვირებში და თვეებში სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით”, – განაცხადა დონფრიდმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ასევე აღნიშნა, რომ აშშ უსაფრთხოების შესახებ რუსეთის წინადადებებს გაეცნო და მრავალი არხით დიპლომატიური კომუნიკაციისთვის მზად არის.










