საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი უზენაესი სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ეხმაურება:
“რთული არ არის დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არა “დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი” სასამართლოს შექმნა, არამედ მმართველ პარტიას დაქვემდებარებული სასამართლოს უზრუნველყოფაა.
აშშ-ს მთავრობა სწორი იქნება, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ფინანსური მხარდაჭერა” – წერს კელი ტვიტერზე.