აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ჩინეთსა და რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა შეერთებული შტატების ინტერესებს ყოველთვის დაიცავს.
როგორც პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ „აშშ კონფლიქტს არ ეძებს.“
მისი თქმით, აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამ ორი ქვეყნიდან მომავალი საფრთხეები დიპლომატიისა და მკაცრი შეკავების პოლიტიკის გზით მოაგვაროს.
ცნობისათვის, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით პირველად წარსდგა.










