LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/04/04-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

[აშშ-ს] ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ყველაფერი ხელის გულზე დევს, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება არ სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობა მზადაა აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„წინა ადმინისტრაციაზე ვამბობდი ხოლმე, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი იყო, წინა ადმინისტრაციას საკუთარი გადაცდომები ეღიარებინა. ხშირად მითქვამს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის, იმისთვის, რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში ზოგიერთმა ორგანიზაციამ გაუკეთა, რომ საზოგადოება გაეთიშა და ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. წინა ადმინისტრაციას რასაც ვსაყვედურობდით, მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, იმ დონეზე დაადასტურა, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაადო და შეუწყვიტა წვდომა ინფორმაციაზე, რომელზეც ყოფილი თანამდებობის პირებს წვდომა აქვთ ხოლმე. დაასანქცირა – ბაიდენი, ბლინკენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ხელის გულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება სჭირდება, თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, თუ რას სჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხის ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ამას ახლა უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და დიდი ქვეყნების რეაქციები ვნახეთ, რომელთაც დიდად შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური წუნიდან თუ ზომიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე დიდი გავლენა არ გვაქვს. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და დაემყაროს ნამდვილ, თანასწორ, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და არა ისეთს, როგორსაც სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაცია უყურებდა საქართველოს, როგორც დაბალ ღობეს და ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ასე განგვიხილავს, როგორც ვატყობთ. მოველით, რომ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი წარსულიდან, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია, მიღებულ ახალ კანონებთან დაკავშირებით როგორ საუბრობენ უცხოელი პარტნიორები იმის ფონზე, როცა ეს კანონები ჯერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი არაა.

„ძალიან საინტერესოა ეს განცხადებები, რომელიც ბრიუსელიდან, თუ სხვა უწყებებიდან ვიხილეთ. ამ დღეებში, რამდენიმე საელჩომ მოიკითხა

ეს კანონები ინგლისურად გვაქვს თუ არა, ნათარგმნი არ არის ინგლისურად, თუ ინგლისურად არ აქვთ, საერთოდ რა დასკვნები გამოაქვთ საერთოდ ამ კანონთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ინგლისურადაც არ აქვთ კანონი, მაგრამ დასკვნები გამოაქვთ სწორი. სამწუხაროა, რომ ასეთი წინმსწრები და არაკვალიფიციური აზრი გვესმის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვაქვს ნათარგმნი. აქედან გამომდინარე, რა ენაზე კითხულობენ, რა დასკვნები გამოაქვთ ბრიუსელში და სხვაგან, არ ვიცი, როგორც ჩანს, კვლავაც NGO-ების განცხადებებს ეყრდნობიან, რომლებიც პირდაპირ, ღიად, დეზინფორმაციით და პროპაგანდით არიან დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინეს. ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 24 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 24 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6936, ევრო – 3.1464, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6334 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"