აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა – ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
ცნობილია, რომ სავიზო სანქციები დაუწესდა 24-დან 36 პირს და მათ შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტის წევრები და პოლიციელები.
“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ეს მოქმედებები აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვებისთვის ათობით ქართველი პირისთვის. ეს მოიცავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და ასევე შეეხება ოჯახის წევრებსაც”, – განაცხადა მილერმა.










