COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა. აღნიშნული ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.-ინფორმაციას აშშ-ს საელჩო საქართველოში ავრცელებს.
ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.










