აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია იქნება.
მისი თქმით, ბაიდენისთვის ეს იქნება შესაძლებლობა “ხაზი გაუსვას აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტიურობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია იქნება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმამ დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის საუბრის დღის წესრიგი უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ NATO-ს გაფართოების საკითხს მოიცავს. მისი თქმით, ორი პრეზიდენტის კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ იგეგმება.
ამასთან, ორივე მხარის ცნობით, პრეზიდენტები აშშ-რუსეთის ურთიერთობების მრავალ საკითხზე, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობაზე, კიბერდანაშაულსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ. განსახილველ საკითხებს შორისაა ასევე ავღანეთში შექმნილი სიტუაცია, ირანი, ლიბანი, სირია და ა.შ.










