აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს.
„ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.









