“საქართველოს მთავრობა აღარაფერში წერია ეს სიმბოლური კომენდანტი. ფართები მაინც არი, კაცები ისევ თვრებიან და მერე ერთმანეთს კოცნიან, ზოგიერთი სექსსაც ახერხებს ამ პერიოდში. სახლებში ისევ დილის 4მდე 10-20 კაციანი თავყრილობები მიმდინარეობს. სოფლებს და რაიონებს აღარ იკითხავთ? იქ არც არასოდეს გაჩერებულან, ქელეხები, ნათლობები, ქორწილები – ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა. როგორც წესი იქ პოლიციელები ჩვენებიანთ თამაზას ბიჭები და იმათ გურამას გოგოს ქმრები არიან და არ აჯარიმებენ ქართულ ჯიგრულ პონტში.
ვინ ვიჭყლიტებით ამირანას დილიხორის გამო თუ გამოიცნობთ აბა? სწორია, აი ის წესიერი რესტორატორები, რომლებსაც უჩუმრად ეპარება ეს ზაფხულიც და რომლებიც თქვენი ხელფასებისთვის გადასახადებს ვიხდით.
ტურისტებიც შეიცოდეთ, რომლებსაც ფულის დახარჯვის საშუალებას არ აძლევთ თქვენი იდიოტიზმის გამო.
მოხსენით კომენდანტი და პირობას გაძლევთ კაი ხანი აღარ შეგაგინებთ, არც კარგებს, არც კეთილებს, არც დედის ტრაკს და სხვა. პირობას ვდებ როგორც კი თქვენს გინებას გავიგონებ, ჩავერევი და ისეთ პასუხს გავცემ აგრესორს, თითქოსდა მე მაგინებს!
მოხსენით კომენდანტი, ნუ გადაგვაყოლეთ მთელი ქვეყანა გახარიას, ამირანას და პაატას არაპროფესიონალიზმს.” – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოფი