ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს, დაძაბული ვითარებაა.
აქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს ისვრიან.
დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ადგილზე იმყოფება საპატრული პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით სულ 12 პირია დაკავებული.
“ამ დროისათვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით. 166-ე და 173 მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციის მუშაკისადმი შეურაცხყოფის მიყენებას”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
უწყებას უსაფრთხოების საგანგებო ზომები აქვს მიღებული.
ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა,არ
ტერიტორიაზე, სადაც “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს, დაძაბული ვითარებაა.
აქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს ისვრიან.
დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ადგილზე იმყოფება საპატრული პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით სულ 12 პირია დაკავებული.
“ამ დროისათვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით. 166-ე და 173 მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციის მუშაკისადმი შეურაცხყოფის მიყენებას”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
უწყებას უსაფრთხოების საგანგებო ზომები აქვს მიღებული.
ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა,არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს.
მისი თქმით, ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი.









