ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცრაზმის ალყაშია, თუმცა აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით აძლევენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი სპეცრაზმის შეკავებას ცდილობს, ნაწილი კი მჯდომარე აქციას მართავს. ისინი სკანდირებენ „საქართველო“.
ამის პარალელურად, პოლიციელებმა პარლამენტის შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრებით გაკეთებული ბარიკადები აიღეს.