LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებს ქართული ენის გარდა, საქართველოს მოქალაქეობაც არ მოეთხოვებათ – ნიკა სიმონიშვილი

“აქციის მონაწილეების საქმეებში არა თუ საკმარისი მტკიცებულებები არ არის, მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს “- ნიკა სიმონიშვილი

დაპოსტა 2025/07/23-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

დაპატიმრებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესებზე ვნახეთ, რომ მათ საქმეებში არა თუ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო, არამედ საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა! – სასამართლო პროცესები ვითომ წესრიგის დასაცავად დახურეს, სინამდვილეში კი, „ქართულ ოცნებას“ უნდა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ ჰქონდეს, რადგან ასე მარტივად მოატყუებს, პროპაგანდით გამოკვებავს მას და ისეთ ტყუილ რეალობას შექმნის, როგორიც ჯორჯ ორუელის რომანებში წაგვიკითხავს! – ასე აფასებს იურისტი ნიკა სიმონიშვილი საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული პირების სასამართლო პროცესებს.

როგორც სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “ქართული ოცნება“ იმაზე მუშაობს, რომ ინფორმაცია არ გავიდეს ისე, როგორც ეს რეალურად არის.

სიმონიშვილის აზრით, “ქართულმა ოცნებამ“ დაინახა რა, რომ საზოგადოება სრულ ინფორმაციას იღებდა იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზებში ხდებოდა, სხდომების ვედეო, ფოტო და აუდიო ჩაწერა-გადაღება ამის გამო შეზღუდა.

“საზოგადოებას წაერთვა უფლება სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიიღოს, ხოლო ბრალდებულებს წაერთვათ შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებას მათი უდანაშაულობა აჩვენონ.

ზოგიერთ შემთხვევაში პროცესი იმის გამო დაიხურა, რომ მოსამართლეს რაღაც არ მოეწონა.

სასამართლო პროცესებზე ვხედავდით, რომ საქმეებში საკმარისო მტკიცებულებები არ იყო კი არა, არამედ მტკიცებულებები არ არსებობდა! დაკავებულებს ჯგუფურ დანაშაულში ედავებიან და პროკურატურა ამას ვერ ადასტურებს. ვერ ადასტურებს ძალადობას. ამიტომ პროპაგანდისტულმა მედიამ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კონტენტი გაავრცელა, რომ თითქოს ერთ-ერთ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა, ამ დროს საქმეში დანა საერთოდ არ ფიგურირებს. იმის გამო, რომ მათ არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ, “ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ კონტროლირებულმა მედიამ ტყუილების გავრცელება დაიწო.

როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ არა კადრებით, ვიდეოებით და კონკრეტული ფოტოებით

“ქართული ოცნება“ მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებამ ინფორმაცია არ მიიღოს, ასევე ინფორმაცია ქვეყნის გარეთ არ გავიდეს ისე, როგორც ეს არის. ეუთო/ოდირი დამატებით მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა, რომელიც ამ საქმეებზე სწორ შეფასებას დადებდა. რაც შესაძლებელია ინფორმაცია დარბაზებიდან ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვებით გამოდის. ადგილობრივი ორგანიზაციები ამას აკეთებენ, მაგრამ ეუთო/ოდირი, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, დამატებით მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. “ოცნებას“ ამის მოსპობა უნდა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილი შეფასებით, “ქართულ ოცნება“ ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით – იქნება პოლიტიკური ოპონენტი თუ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე ნებისმიერ მცირე საბაბს ეძებს, რათა ადამიანები გაამწაროს და პრობლემები შეუქმნას.

მისივე თქმით, “კითხვის ნიშნებსაც აღარ ბადებს, თუ რამდენად ჯდება სერიოზულობის ფარგლებში “ქართული ოცნების“ საქციელი.

სიმონიშვილმა ამ კონტექსტში შეაფასა პარტია “ელენე ხოშტარია – დროას“ ანგარიშის დაყადაღება, რომელსაც ყადაღა სასამართლოს მიერ დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის გადაუხდელობის გამო დაედო.

“პრობლემაა ის, რომ 50 ლარის გამო ანგარიშები არა 50 ლარის ფარგლებში ყადაღდება, არამედ ანგარიშები ადამიანებს და ორგანიზაციებს სრულად ეყინებათ. ეს იმას აჩვენებს, რამდენად სერიოზულ პრობლემას უქმნის ხელისუფლება ადამიანებს არასერიოზული პრობლემების გამო. “დროას“ შემთხვევამ ეს კარგად გამოაჩინა.

სრულიად არაადამიანურია 5 000 ლარიანი ჯარიმა. 5 000 ლარიანი ჯარიმით “ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება: – შენ აქციაზე აღარ უნდა გახვიდე და პროტესტი აღარ უნდა გამოხატო! 5 000 ლარიანი ჯარიმა არავითარი გონივრულობის და კონსტიტუციურობის ფარგლებში არ ჯდება, რაზეც ორი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის შეფასება და დასკვნა არსებობს. ეს ჯარიმა მსუსხავი ეფექტის მატარებელია, რადგან ადამიანებს საპროტესტო აქციაზე გავლის და პროტესტი გამოხატვის შეეშინდეთ. 5 000 ლარიანი ჯარიმა საშუალო ხელფასს რამდენჯერმე აღემატება და 15-20-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.

ყადაღდება დაჯარიმებულთა ანგარიშები. ეს ადამიანები ძირითადად იმას ახერხებენ, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით ჯარიმის თანხა გროვდება, მაგრამ ვინც თანხის მობილიზება ვერ შესძლო, 5 000-ლარიან ჯარიმებზე ყადაღა გამოიყენეს. ამ ყველაფერმა ადამიანებს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა შეუქმნა – მათ აქვთ სესხები და ამ სესხების დაფარვა შეუძლებელი ხდება.

“ქართული ოცნება“ ადამიანებზე აღარ ფიქრობს – ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გააჩეროს პროტესტი და როგორ აღარ გამოხატონ ადამიანებმა ქუჩაში საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილი ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას მისთვის მისაღები მედიასაშუალების მიმართ სხვა საგადასახადო პრაქტიკა აქვს და განსხვავებული საგადასახადო პრაქტიკა მოქმედებს ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია ორგანიზაციების მიმართ. მან ამ კონტექსტში გამოცემა “ბათუმელების“ ანგარიშისთვის ინკასოს დადების გადაწყვეტილება შეაფასა.

“ბათუმელები“ ის მედიასაშუალებაა, რომლის ხელმძღვანელი ხელისუფლებამ ტყვედ აიყვანა და ამის მიუხედავად, ის ბრძოლას განაგრძობს. “ბათუმელების“ ანგარიშზე ინკასოს გამოყენება იმ პოლიციელის საქმიანობას უკავშირდება, რომლის მიმართ “ძალადობის“ გამოც მზია ამაღლობელი დააკავეს. მას შემდეგ რაც “ბათუმელების“ მიერ გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი კონკრეტილ ბარში მარიხუანას მოხმარების შესახებ, შემოსავლების სამსახურმა ინკასოს დადების ფინანსური ინსტრუმენტი გამოიყენა.

მაშინ როდესაც “იმედთან“ და “რუსთავი2“-თან დაკავშირებით საგადასახადო შეთანხმებებს იყენებს, შემოსავლების სამსახურს “ბათუმელებთან“ იგივე ფინანსური მექანიზმი არ გამოუყენებია. სახელმწიფოს “ბათუმელების“ 47 ათასი ლარი აწუხებს და ასობით ათასი და მილიონით ლარის გადასახადი არ აწუხებს?

“ქართულ ოცნებას“ სურს, მისთვის სასურველ მედიებს ხელი შეუწყოს, მაგრამ მის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებები გააჩუმოს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაპატიმრებული ექს-პრემიერის განცხადება "მისთვისვეა პრობლემური". მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ...

დაწვრილებითDetails

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. როგორც ემიგრანტები წერენ, ქალი მძიმე სენს ებრძოდა. ,,ნაპოლის ემიგრატი რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა !ქალ.ნონა მიროტაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს ემიგრატებს ამ...

დაწვრილებითDetails

ხალხს მოჩვენებითი გარიგებები გაუფორმეს და 355 000 ლარი მიისაკუთრეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – ის 42 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 42 წლის გახდებოდა.   უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად...

დაწვრილებითDetails

გამოჩნდა ახალი საშიში ნარკოტიკი – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112 – ნარკოლოგი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"