აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტმა ბავშვების დასახმარებლად სრული მზადყოფნა გამოთქვა.
“მე მაქსიმალურად ჩავერთვებიო იმაში, რომ ლოჯისტიკურად გათვალისწინებული ყველაფერი, რაც საჭიროა, ექიმების გადამზადება, იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ ნამდვილად ლიცენზირებულია წამალი და ამ დოკუმენტაციის ყველაფრის დამტკიცებაში… პროცესის დაჩქარებაში დაგეხმარებითო”. – აღნიშნა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში










