ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის შედეგებს, აფხაზური ენა ჩვენს თვალწინ ქრება – აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო აფხაზეთის გარეშე არ არსებობს.
დღეს აფხაზეთის დღეა.
დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა.
დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება!
თუმცა რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე! – წერს სალომე ზურაბიშვილი.