დაგეგმილ სამხედრო წვრთნების გამო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკას შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოჰყავს. ინფორმაციას სააგენტო Apsnypress აფხაზეთის “თავდაცვის სამინისტროზე” დაყრდნობით ავრცელებს.
“აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან, გეგმის მიხედვით შეასრულონ დასახული მიზნები”. – წერია განცხადებაში.
26 თებერვალს თავად ოკუპირებულმა, თვითაღიარებულმა აფხაზეთმა დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარა. განკარგულებას მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებასაც შეჰპირდა.
Tabula.ge










