ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აფრიკის ბიუროს ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით 63 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ბოლო მონაცემებით, ინფექციით 2 283 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ აფრიკაში კორონავირუსის მსხვერპლი შესაძლოა 83-დან 190 მილიონამდე ადამიანი გახდეს.